სამოდელო გაკვეთილები


საგანი:   ქართული ენა და ლიტერატურა/ ხელოვნება

ტიპი:   ინტეგრირებული.

სწავლების საფეხური / კლასი:   დაწყებითი/  IV .

მოსწავლეთა რაოდენობა:      6.

თარიღი:    04. 03. 2019წ.

თემა:     ხისმაცქერალა კაცის ამბავი

მიზანი:     მოსწავლეებმა  უნდა შეძლონ  სტანდარტით განსაზღვრული ტექსტის წაკითხვა ,გაგება-გააზრება;  შინაარსობრივ  კითხვებზე პასუხის გაცემა; ხელოვნურ მასალის გამოყენებით მარტივი კონსტრუქციების აგება.





N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზე
ბის ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1.
თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
 საუბარი.
მთელი კლასი
 დაფაზეა დაწერილი მიზანი, გამოკრულია შეფასების კრიტერიუმები.
 2წთ.
  ეცნობიან გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს.
2.
წინარე ცოდნის გააქტიურება.
სლაის შოუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ამოცნობა.
პრაქტიკული
მთელი კლასი.
პროექტორი,კომპიუტერი
3წთ.
 შეძლებენ  სხვადასხვა პროფესიის  ადამიანების ამოცნობას.
3
ტექსტის დამუშავება
 კითხვა მარკირებით
ინდივიდუალურად
სახელმძღვანელო
7წთ.
წაიკითხავენ და გაიაძრებენ ტექსტს
4.
ავსებენ სქემას
თავიდან -მერე-ბოლოს ,დაწყვილდებიან ანდაზების მიხედვით.
პრაქტიკული
წყვილები
ჯიპრაიდის სქემა,კალამი ,სახელმძღვანელო
7 წთ
შეავსებენ სქემას
5.
შინაარსის მიხედვით მასწავლებელი სვავს კითხვებს.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
6 წთ.
   პასუხობენ კითხვენს შინაარსის გათვალისწინებით.
6.
მოსწავლეები ააგებენ ძველ და ახალ უბნებს.
წარმოადგენენ ნამუშევრებს
პრაქტიკული
ჯგუფური
მუყაო,წებო,ფერადი ფურცლები,მაკრატელი.
15წთ
მოსწავლეები ააგებენ მარტივ კონსტრუქციებს და წარმოადგენენ ნამუშევრებს.
7.
 შეჯამება /შეფასება
კითხვა -პასუხი
მთელი კლასი

3წთ.
  შეძლებენ კითხვებზე პასუხის გაცემას.
8.
საშინაო დავალება .

ინდივიდუალური

2 წთ.
შეძლებენ ტექსტის





გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: 


ქართ.დაწყ(.IV) .2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა  ,გაგება-გააზრება.
Ø  ამოიცნობს ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას;
Ø  მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე.


s.g.IV.2. moswavlem unda SeZlos sxvadasxva masalisa da teqnikis SerCe­va da gamoyeneba sakuTari Canafiqris da ideis gansaxorcieleblad.
s.g.IV.3. moswavlem unda SeZlos Tanaklaseleb­Tan TanamSromlobiT (wyvilSi, ჯგუფში) Sesasru­lebeli samuSaos dagegmva da ganxorcieleba.

შეფასების ტიპები და მეთოდები:   განმავითარებელი.  დაკვირვება.






                     შეფასების  კრიტერიუმები

კრიტერიუმი
გასაუმჯობესებელი
საშუალი
კარგი
კითხულობს ტექსტს  და შინაარსის გათვალისწინებით პასუხობს კითხვებს.
უჭირს ტექსტში მოცემული ინფორმაციის ამოცნობა კითხვებზე პასუხის გაცემა.
ამოიცნობს ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას, ცდილობს ტექსტის შინაარსის გათვალისწინებით კითხვებზე პასუხის გაცემას.
აანალიზებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას თანმიმდევრულადა  ლოგიკურად  პასუხობს კითხვებზე.

 წაკითხული ტექსტის მიმართ გამოხატავს პირად დამოკიდებულებას, აფასებს პერსონაჟის საქციელს.
ცდილობს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ამა  თუ იმ პერსონაჟის მიმართ , მაგრამ ვერ ახდენს მისი საქციელის შეფასებას.
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტის მიმართ და მოკლედ ახდენს პერსონაჟის საქციელის შეფასებას.
გამოხატავს პირად დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ.
გააზრებულად აფასებს პერსონაჟის ქცევას.
აგებს მარტივ კონსტრუირება.
ცდილობს მარტივი კონსტრუქციებს აგება.
ნაწილობრივ აგებს კონსტრუქციებს.
სრულიად და საუკეთესოდ აგებს  კონსტრუქციებს.
მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში.
ნაკლებად მონაწილეობს.
ნაწილობრივ მონაწილეობს.
სრულად მონაწილეობს.

  


სახელი გვარი
კითხულობს ტექსტს  და შინაარსის გათვალისწინებით პასუხობს კითხვებს.
წაკითხული ტექსტის მიმართ გამოხატავს პირად დამოკიდებულებას, აფასებს პერსონაჟის საქციელს.
აგებს მარტივ კონსტრუირება.
მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში.
1
ბაინდურაშვილი ზაზა




2
მელქაძე ლილიანა




3
ხარაეშვილი გიორგი




4
ხაჟომია გიორგი




5
ჯანგველაძე მარიამი




6
ჯანგველაძე ნატო











                                            სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
      მოსწავლეებზე  დაკვირვებამ მაჩვენა,რომ ჩემს მოსწავლეებს უჭირდათ საგანთაშორისი კავშირების დამყარება.ამიტომ ,გადავწყვიტე ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება,რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემდა ქართულ ენაში მიღებული ცოდნა გამოეყენებინათ ხელოვნების გაკვეთილზე ან პირიქით.
           ინტეგრირებული ტიპის სამოდელო  გაკვეთილი თემაზე „ხისმაცქერალი კაცის ამბავი“, ჩავატარე  მე-4 კლასში. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი მიზნები ,რომელიც გამოკრული მქონდა თვალსაჩინო ადგილზე,რათა მოსწავლეებს შეძლებოდათ ყურადღების გამახვილება,აგრეთვე გავაცანი შეფასების რუბრიკა.
     წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ,მომზადებული მქონდა პრეზენტაცია „ამოიცანი პროფესია“ ,რომელიც პროექტორის საშუალებით ვაჩვენე ,  აღნიშნულ აქტივობას მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.
    გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად,აქტივობები განვახორციელე თანმიმდევრულად გაკვეთილის გეგმის მიხედვით,ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
    ვფიქრობ ,გაკვეთილის დასახულ მიზანს მივაღწიე,მოხდა ცოდნის ტრანსფერი. მოსწავლეებმა შეძლეს თითოეული აქტივობის სწორად წარმართვა, გაკვეთილი დაგეგმილი მქონდა მარტივიდან რთულისკენ. მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის გაგება-გააზრება , შეავსეს  Gpried -ის სქემა  „თავიდან -მერე-ბოლოს“, ტექსტის  ირგვლივ კითხვებზე გასცეს პასუხი,  დაამუშავეს უცხო სიტყვები, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ტექსტის უკეთ გააზრებისთვის მოსწავლეებს ჯერ კითხვებზე ეპასუხათ და შემდეგ სქემის საშუალებით უფრო  მარტივად  შეძლებდნენ მოთხრობის შინაარსის გაგებას და ეპიზოდებად  დაყოფას ,რასაც მომავალში გავითვალისწინებ.
        მიმაჩნია გაკვეთილი სასარგებლო და მასთან ერთად სახალისო იყო ,რადგან მოსწავლეებმა ტექსტში მოცემული ინფორმაცია გამოიყენეს ხელოვნებისთვის და ააგეს მარტივი კონსტრუქციები. გამოყენებულმა აქტივობამ ხელი შეუწყო სწავლას კეთებით.
     ასევე  მიმაჩნია ,რომ მოსწავლეების სოციალური უნარების განვითარებას  ხელს უწყობს თანამშრომლობითი სწავლება. მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის დროს უვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები,ამიტომ გამოვიყენე როგორც წყვილური, ასევე ჯგუფური მუშაობა. მოსწავლეებმა გადაინაწილეს ფუნქციები და წარმატებით შეასრულეს შეთავაზებული აქტივობა.
გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება,ასევე წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით  ვახდენდი თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვებას. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმმა ღიმილაკებით  შეაფასეს აქტივობა, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ.
ხელოვნებისა და ქართულ ენის ინტეგრირება მოხდა ბუნებრივად. ტექსტის მიხედვით მოსწავლეებმა ააგეს ძველი და ახალი უბნები, შეაჯამეს და წარმოადგინეს პრეზენტაცია.ვფიქრობ კოლეგებისთვისაც საინტერესო უნდა ყოფილიყო ეს გაკვეთილი. ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება მათ, თავად დაგეგმონ და ჩაატარონ მსგავსი ინტეგრირებული გაკვეთილი.
    კლასში შექმნილი იყო ურთიერთპატივისცემის გარემო. რესურსები ყველა მოსწავლისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჩემსა და მოსწავლეებს შორის იყო ეფექტური კომუნიკაცია .ყველა ეტაპზე ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
   მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილის მიზანს მივაღწიე ,ვფიქრობ  უმჯობესი იქნებოდა ტექსტის უკეთ გააზრებისთვის მოსწავლეებს ჯერ გამოკრებით  კითხვებზე გაეცათ პასუხი  და შემდეგ სქემის საშუალებით უფრო  მარტივად  შეძლებდნენ მოთხრობის ეპიზოდებად  დაყოფას ,რასაც მომავალში გავითვალისწინებ.
    მსგავსი გაკვეთილის ჩატარებას ვგეგმავ მომავალშიც. კვლავ ვიმუშავებ ტრანსფერისა  და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე.



ხათუნა კინწურაშვილი

06.03.2019 წელი.











გაკვეთილის გეგმა

საგანი: ბუნებისმეტყველება

ტიპი: გამჭოლი კომპეტენცია/ მედიაწიგნიერება

სწავლების საფეხური / კლასი:   დაწყებითი/  IV .

მოსწავლეთა რაოდენობა: 6.

თარიღი:    06.05.2019წ.

თემა: სოკოების სამეფო

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ სოკოების დახასიათება მინიმუმ სამი ნიშნით.დაახასიათონ და დააჯგუფონ  სოკოები;
მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პესპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, განხილვა  და ანალიზი;


N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
1









საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა მოსწავლეთათვის.

საუბარი










მთელი კლასი









მოსწავლეთათვის მიზანი დაფაზეა გამოკრული ,ასევე შეფასების სქემა.





2 წთ









იხსენებენ ქცევის წესებს და ეცნიბიან გაკვეთილის თემა,მიზანს და შეფასების სქემას.


2
მასწავლებელი წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მოსწავლეებს აჩვენებს სოკოს ფოტოს და მის ირგვლივ სვამს  შეკითხვებს.
კითხვა -პასუხი/დემონსტრირება
მთელი კლასი
პროექტორი,კომპიუტერი

3 წთ
მოსწავლეები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.
3







სიტუაციური ამოცანა.
მასწავლებელი  კითხულობს ტექსტს და მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.

ტექსტის კითხვა,
კითხვა-პასუხი









მთელი კლასი







ტექსტი








8 წთ.








მოსწავლეები შეძლებენ მოსმენილ ტექსტის ირგვლივ ვარაუდების გამოთქმას და გასცემენ კითხვებზე პასუხს.

4







ვიდეო ჩვენება
და განხილვა
“სოკოების სამფო “


დემონსტრირება


კითხვა-პასუხი



მთელი კლასი







კომპიუტერი ,პროექტორი
https://www.youtube.com/watch?v=qJuIO5NkOZk&feature=youtu.be
8 წთ





მოსწავლეები შეძლებენ ვიდეოს განხილვას.


5


ტექსტის დამუშავება.
I-ჯგუფი ამოიწერს სოკოს სასაგებლო და საზიანო თვისებებს,ხოლო II- ჯგუფი დაახასითებენ რამოდენიმე ნიშან თვისების მიხედვით,ბარათებს მიაკრავენ პოსტერზე,
ლექსიკონზე მუშაობა.

საბუნებისმეტყველო ტექსტის გაგება.


პრეზენტაცია
ჯგუფური



სახელმძღვანელო,ბართები ,პოსტერი


15 წთ



შეძლებენ ტექსტის და უცხო სიტყვების დამუშავებას ,პოსტერის დამზადებას და პრეზენტაციას.



6



შეჯამება მოსწავლეები შექმნიან პოსტერს ,ერთი ჯგუფი საკვებ სოკოებზე,ხოლო მეორე ჯგუფი შხამიან სოკოებზე.

პოსტეის დამზადება
ჯგუფური
პოსტერი,სოკოს ფოტოები

6 წთ
შეძლებენ პოსტერის დამზადებას.

7










შეფასება/ თვითშეფასება.
მასწავლებელი შეაფასებ გაკვეთილს, რაიმე ხომ არ დარჩა ბუნდოვანი და შემდეგ მოსწავლეებს დაურიგებს თვითშფასების ბარათებს.




ზეპირი უკუკავშირი


თვითშეფასება




ინდივიდუალური


















თვითშეფასების ბარათები




3 წთ



მოსწავლეები შეძლებელ თვითშეფასების გაკეთებას.








გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ბუნ.IV2. მოსწავლე  შეძლებს ორგანიზმთა ცალკეული ჯგუფების დახასათებას.
ბუნ.IV2.1 ამოიცნობს ორგანიზმის ცალკეული ჯგუფების ტიპიურ წარმომადგენლებს  ზოგიერთი თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით.
ბუნ.IV2.1 განასხვავებს ორგანიზმების ცალკეულ ჯგუფებს  (ბაქტერიები,სოკოები )და გამრავლების თავისებურებების მიხედვით.




შეფასების ტიპები და მეთოდები:
1)      ზეპირი განმავითარებელი კომენტარი;
2)      თვითშფასება.


                                                         შეფასების რუბრიკა

მახასიათებლები
საშუალოდ
კარგად
სრულყოფილად
მოსწავლეს შეუძლია სოკოს დახასათება მინიმუმ სამი ნიშნით



მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გამიჯნოს სოკოს სასარგებლო და საზიანო თვისებები.



მოსწავლეს შეუძლია მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.




მოსწავლეს შეუძლია მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.

















თვითშეფასების რუბრიკა

როგორ ვიაქტიურე დღეს გაკვეთილზე





ყველა აქტივობაზე მონდომებული და აქტიური ვიყავი





ზოგიერთი დავალების შესრულება გამიჭირდა









ხელმოწერა :                   ხათუნა კინწურაშვილი
02.05.2019 წელი





                     სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

       საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მედიაწიგნიერებას განსაზღვრავს, როგორც გამჭოლ კომპეტენციას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწინიერების უნარები მოსწავლეს ყველა საგნობრივ ჯგუფში უნდა განუვითარდეს. მოსწავლემ უნდა შეძლოს როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე, მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციისგაფილტვრადა მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.
ამიტომ სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე  მედიწიგნიერებაზე ბუნებისმეტყველებაში, კერძოდ  მე-4 კლასში.  გაკვეთილის თემა იყო „ სოკოების სამეფო“,გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზნები, რომელიც გამოკრული მქონდა თვალსაჩინო ადგილზე, რათა მოსწავლეებს შეძლებოდათ ყურადღების გამახვილება, აგრეთვე გავაცანი შეფასების რუბრიკა,შევახსენე კლასში ქცევის წესები.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით , მომზადებული მქონდა სოკოს  ფოტო,რომელის ვაჩვენე  პროექტორის საშუალებით და მის ირგვლივ დავსვი შეკითხვები.
წაუკითხე სიტუაციური ამოცანა ,რომლის კითხვის დროს ვჩერდებოდი და მოსწავლეები გამოთქვამდნენ ვარაუდებს.
შემდეგ წინასწარ მომზადებული მქონდა ვიდეო ,რომელის ვაჩვენე და მოვასმენინე მოსწავლეებს,ნახვის შემდეგ მოსწავლეებს დაუსვი შეკითხვები ფილმის გაგება -გააზრებისთვის. აღნიშნულ აქტივობას მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.
მომდევნო აქტივობა  წარიმართა ჯგუფებში მოსწავლეებს დავალება მივეცი ,ერთმა ჯგუფმა    ამოიწერეს  ტექსტიდან  სოკოს სასარგებლო და საზიანო თვისებები ,ხოლო მეორე ჯგუფმა დაახასიათეს სოკო,  შემდეგ კი ბარათები მიაკრეს პოსტერზე, აირჩიეს ჯგუფში პრეზენტატორი, რომელმაც წარმოადგინა აღნიშნული აქტივობა.
შემდეგ აქტივობაზე დავაჯგუფე მოსწავლეები ფერადი ბურთების საშუალებით, მივეცი დავალება,დაურიგე პოსტერები და სოკოს ფოტოები , ერთმა  ჯგუფმა პოსტერზე დააკრა  საკვები სოკოები ,ხოლო მეორე ჯგუფმა  შხამიანი სოკოები.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად,აქტივობები განვახორციელე თანმიმდევრულად გაკვეთილის გეგმის მიხედვით,ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
ვფიქრობ ,გაკვეთილის დასახულ მიზანს მივაღწიე,  რადგან ყველა აქტივობა დაგეგმილი მქონდა მიზანთნ შბამისი ,მოსწავლეებმა შეძლეს თითოეული აქტივობის სწორად წარმართვა, გაკვეთილი დაგეგმილი მქონდა მარტივიდან რთულისკენ. მოსწავლეებმა შეძლეს ვიდეოსა და  ტექსტის გაგება.
 გაკვეთილი სასარგებლო და მასთან ერთად სახალისო იყო, გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო  კეთებით კეთებით.
მიმაჩნია ,რომ ჩემმა გამოყებებულმა აქტივობებმა  მოსწავლეებს  ხელი შეუწყო სოციალური უნარების განვითარებას. თანამშრემლობით სწავლებამ , მოსწავლეებს განუვითარა  თანამშრომლობითი უნარები, რისთვისაც  გამოვიყენე ჯგუფური მუშაობა,მოსწავლეებმა გადაინაწილეს ფუნქციები და წარმატებით შეასრულეს შეთავაზებული აქატივობა.
გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებზე დაყრდნობით. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავურიგე თვითშეფსების რუბრიკები.
შექმნილი იყო კლასში ურთიერთპატივისცემის გარემო,რესურსები ყველა მოსწავლისთვის იყო ხელმისაწვდომი,ჩემსა და მოსწავლეებს შორის იყო ეფექტური კომუნიკაცია .ყველა ეტაპზე ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
ვფიქრობ კოლეგებისთვისაც საინტერესო უნდა ყოფილიყო ეს გაკვეთილი. ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება კოლეგებს, თავად დაგეგმონ და ჩაატარონ მსგავსი  გაკვეთილი გამჭოლ კომპეტენციებზე.
მიუხედავად იმისა გაკვეთილის მიზანს მივაღწიე ,ვფიქრობ  უმჯობესი იქნებოდა  უფრო მეტი ყურადღება დამეთმო კონკრეტულად მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისკენ მიმართულ აქტივობებზე.  მსგავსი გაკვეთილის ჩატარებას ვგეგმავ მომავალშიც, კვლავ ვიმუშავებ  გამჭოლ კომპეტენცი და მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებაზე.










ხათუნა კინწურაშვილი

08.05.2019 წელი.

1 комментарий: