კოლეგებთან
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
სამუშაო
შეხვედრების გეგმა
დანართი
1
კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის სახელი
და გვარი: ხათუნა კინწურაშვილი
#
|
შეხვედრის თარიღი
|
შეხვედრის მიზანი
|
შეხვედრის ძირითადი საკითხები
|
1.
|
15 . 01. 2019წ.
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპების და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
სხვადასხვა ტიპის სამოდელო გაკვეთილის გეგმის კორექტირება და შეფასება სქემის მიხედვით;
|
სამოდელო
გაკვეთილის ტიპებისა და
შეფასების კრიტერიუმების გაცნობა და ანალიზი.
|
2.
|
25. 01. 2019წ
|
სამოდელო გაკვეთილზე დასწრებისას წესებისა
და პროცედურების შემუშავება;
|
წესებისა და პროცედურების შემუშავება.
|
3.
|
29. 01. 2019 წ
|
კონსტრუქციული უკუკავშირის შესახებ რეკომენდაციების
მიღება და გამოყენება კონკრეტულ სიტუაციაში (ერთი ვიდეოგაკვეთილის განხილვა).
|
გაკვეთილის დაგეგმვა ,კონსტრუქციული უკუკავშირი,ვიდეოგაკვეთილის
განხილვა.
|
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების
ორგანიზება:
დანართი 2
მომხსენებელი მასწავლებლის სახელი და გვარი: ხათუნა კინწურაშვილი
|
შეხვედრების თარიღი: 15.01;
25.01; 29.01წ.
|
შეხვედრების თემა:
სამოდელო გაკვეთილების დაგეგმა და შეფასება
|
Ø შეხვედრის მიზანი: სამოდელო
გაკვეთილის ტიპების და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
Ø სხვადასხვა ტიპის სამოდელო გაკვეთილის გეგმის კორექტირება
და შეფასება სქემის მიხედვით;
Ø სამოდელო გაკვეთილზე დასწრებისას წესებისა
და პროცედურების შემუშავება;
Ø კონსტრუქციული უკუკავშირის შესახებ რეკომენდაციების
მიღება და გამოყენება კონკრეტულ სიტუაციაში (ერთი ვიდეოგაკვეთილის განხილვა).
მაიდნის საჯარო სკოლაში ჩავატარე სამუშაო შეხვედრა
,სადაც სხდომას ესწრებოდა სკოლის პედაგოგები, დავამუშავე
თემა „სამოდელო გაკვეთილის დაგეგმა და შეფასება“, რომელიც აქტუალურია დღეისათვის
და სქემის ერთ-ერთი ამოცანაა სკოლების გაძლიერება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს
სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სტიმულირებას. სწორედ ამიტომ უნდა წახალისდეს
მასწავლებლებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი. მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები
მიზნობრიობით ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ გაკვეთილებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც
არა მხოლოდ მოსწავლეების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, არამედ პედაგოგიური თვალსაზრისით
ინოვაციურია და კოლეგებისათვის სასარგებლო. სქემის უპირველესი მიზანი ურთიერთთანამშრომლობის
გზით მასწავლებლის პროფესიული განვითარებაა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა წამყვანი
მასწავლებლებისთვის. პედაგოგებს გავაცანი რა ტიპის გაკვეთილი შეიძლება ჩაითვალოს სამოდელოდ.
ესენია
1.ინტეგრირებული
გაკვეთილი;
2.პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი;
3.გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებულ გაკვეთილი;
4.ინოვაციური
გაკვეთილი.
ასევე
ვისაუბრე რომ მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გაკვეთილის ტიპი,
შეუსაბამოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ასევე გაითვალისწინოს კრიტერიუმები,
რომლებითაც შეფასდება მისი გაკვეთილი. მას
შემდეგ, რაც მასწავლებელი გადაწყვეტს სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას, სასურველია
გააცნოს გაკვეთილის გეგმა კოლეგებს და როცა გეგმას საბოლოო სახეს მისცემს, მოაწყოს
შეხვედრა შეფასების ჯგუფთან. ეს არის ერთგვარი წინასაგაკვეთილო ინტერვიუ, რაც გულისხმობს
შეფასების ჯგუფის წევრებთან.
სამოდელო
გაკვეთილის ჩატარება წამყვან მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დააგროვოს საჭირო კრედიტქულები
და, ამავდროულად, კოლეგებს დაეხმაროს ახალი იდეების გააზრებაში.
ასევე
ვისაუბრე თუ როგორ უნდა ჩაატაროს მასწავლებელმა თითეული მათგანი სხვადასხვა საგნის
გაკვეთილზე,როგორ უნდა დაიგეგმოს და ჩამოაყალიბოს
იდეა, ვუყურეთ ერთ გაკვეთილს ვიმსჯელეთ და
შევაფასეთ კრიტერიუმების მიხედვით.
|
საინტერესოა.
ОтветитьУдалить