კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში
მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: ხათუნა კინწურაშვილი
|
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 07.12, 14.12, 21.12.
|
შეხვედრის / შეხვედრების თემა:
1.სხვადასხვა
პროგრამაში შექმნილი ელ.რესურსების გაცნობა.
2. პროგრამა Learning.app.org-ში შექმნილი რესურსების დათვალიერება და
ახლის შექმნა.
3. შექმნილი ელ.რესურსების პრეზენტაცია, მათი გაკვეთილზე გამოყენების შესახებ
საუბარი და რეფლექსიის დაწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
|
შეხვედრის / შეხვედრების მიზანი:
მიზანი: გავეცნოთ
ელექტრონულ რესურსებს, მათი გამოყენების
წესებს, რესურსის შეფასების კრიტერიუმებს.
განვიხილოთ ელ.რესურსის შექმნის ერთ-ერთ პროგრამა „learning.app.org”. შევქმნათ
ამ პროგრამაში ელ. რესურსი. learning.app.org”-ში შექმნილი ელ.რესურსის პრეზენტაცია
და რეფლექსიაზე მუშაობა.
ელექტრონული რესურსის შექმნა
21-ე საუკუნის გამოწვევაა, რომელის აქტუალურია დღევანდელ სასკოლო ცხოვრებაში,მოსწავლეები
დიდი ინტერესით ერთვებიან სახალისო აქტივობაში, უვითარდებათ პრაქტიკული უნარ -ჩვევები.
ეს შეხვედრები ჩემთვის ძალიან
საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო , აღნიშნული სამუშაო შეხვედრა დამეხმარა პროფესიულ
ზრდაში, გავიზიარე და პრაქტიკაში დავნერგე
კოლეგების გამოცდილება. შევმქმენი სხვადასხვა რესურსი Learning.app.org-ში ,
რომლებიც გამოვიყენე სხვადსხვა გაკვეთილზე მაგ. ბუნების სწავლებისას, თემის დამთავრების
შემდეგ, მოვამზადე შემაჯამებელი ვიქრორინა https://learningapps.org/display?v=pf5x8qcjj19
,რომლის საშუალებით გავიგე, თუ რა ცოდნა ჰქონდათ მოსწავლეებს,ისინიც
მეტი ინტერესით ასრულებდნენ მოცემულ დავალებას.ასევე მომავალში შევქმნი უფრო მრავალფეროვან
რესურსებს Learning.app.org-ში სხვადასხვა ფორმატით.
ამგვარი შეხვედრები აუცილებელია კარიერული და პროფესიული ზრდისათვის.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий